ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვასი - პრემიერი
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის უარის შემდეგ, პრემიერი პირველად გამოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების" ხელისუფლების კრახის თავიდან არიდებას უკრაინაზე საუბრით შეეცადა და თქვა, რომ მათ ეს სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიენიჭათ.
პრემიერის თქმით, მას უკრაინის და მოლდოვასი ნამდვილად არ შურს.
წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. ჩემთან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვასი. მინდა მივულოცო უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ეს წარმატება, - თქვა პრემიერმა.