ღარიბაშვილის მტკიცებით, ევროკომიას საქართველოსთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

20.06.22 12:28
ღარიბაშვილის  მტკიცებით, ევროკომიას საქართველოსთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

პრემიერის მტკიცებით, 17 ივნისს ევროკომიამ საქართველოსთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა უკვე მიღწევაა. 

მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია, ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივით, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, ასე რომ ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები