ეს რეჟიმი მოტივირებულია, სამართლებრივი ნაბიჯები არ გადადგას - 20 ივნისს დაზარალებული

20.06.22 13:33
ეს რეჟიმი მოტივირებულია,  სამართლებრივი ნაბიჯები არ გადადგას -  20 ივნისს დაზარალებული

ოც ივნისს სისხლიანი დარბევისას დაშავებული ოცზე მეტი ადამიანი დაზარალებულის სტატუსის გარეშეა. აქციის ნაცემი და დასახიჩრებული მონაწილეები სამი წელია, ,,ოცნებას" უშედეგოდ სთხოვენ, პასუხისმგებლობა საკუთარე თავზე აიღოს.

ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ, ამბობენ, რომ ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა და ხელისუფლება კვლავ ცდილობს, რომ ეს ამბები ადეკვატურად გამოძიებული არ იყოს. ყველა მათგანი დღემდე უშედეგოდ ელოდება, რომ ,,ოცნება"  პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

20 ივნისის დაზარალებულთა უმეტესობას სტატუსს არ აძლევენ. ეს კი გვირთულებს სამართლებრივი ბრძოლის გზას. არანაირი არგუმენტი ამის უკან არ დგას, ეს არის ყრუ კედელი, არშემჩნევის, იგნორირების პოზიცია. 

ეს სისტემა, რეჟიმი არ არის მოტივირებული, რაღაც ელემენტარული სამართლებრივი ჩარჩოს შიგნით ნორმალური ნაბიჯი გადადგას - აცხადებს 20 ივნისს დაზარალებული.

მსგავსი სიახლეები