თუ რუსეთიდან გადმორიცხვებს არ გაასაჯაროებს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს - მდინარაძე ხოშტარიას ემუქრება

20.06.22 13:02
 თუ რუსეთიდან გადმორიცხვებს არ გაასაჯაროებს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს - მდინარაძე ხოშტარიას ემუქრება

"ქართული ოცნება" "დროას" ლიდერის წინააღმდეგ -  მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას დღეს ბრიფინგი მიუძღვნა და ოპოზიციონერს მოუწოდა, გაასაჯაროოს 2008 წლიდან რუსეთიდან მიღებული თანხები. 

მდინარაძე "დროას" ლიდს დაემუქრა კიდევაც და თქვა, რომ  თუ ხოშტარია ამაზე უარს იტყვის, საკითხის საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. 

თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემვიკდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ ბუნებრივია გადმორიცხვების გასაჯაროვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდაო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულამ სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

"ოცნების" დეპუტატის განცხადებით, "ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა".

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოშტარიას ქმედებები  სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა.

ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ალბათ გაღმა შედავების პრინციპით“, - განაცხადა მდინარაძემ.

სახელისუფლებო არხები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის თეატრიდან მილიონობით რუბლის სახით 150 000 ამერიკული დოლარი აქვს მიღებული. 

ხოშტატია აცხადებს, რომ მამამისი, გოგი ხოშტარია ცნობილი სცენოგრაფის, სოლიკო ვარსალაძის მემკვიდრე, შესაბამისად, სპექტაკლების ჰონორარი მას 25 წელია ერიცხება.

 

მსგავსი სიახლეები