არც საქმეა ბოლომდე მიყვანილი და არც დაზარალებულების ღირსებაა აღდგენილი - ელენე ხოშტარია

20.06.22 13:45
არც საქმეა ბოლომდე მიყვანილი და არც დაზარალებულების ღირსებაა აღდგენილი - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს: 

არ მიყვარს 20 ივნისზე "რომანტიკულად" წერა იმიტომ, რომ არც საქმეა ბოლომდე მიყვანილი და არც დაზარალებულების ღირსებაა აღდგენილი. 
დღეს, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, 20:00 საათზე, რუსთაველზე!"- წერს პოლიტიკოსი. 

მოვლენების ეპიცენტრი  დღეს რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც  ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შეკრება 20:00 საათზეა დაანონსებული. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რიგით მოქალაქეებთან ერთად ღარიბაშვილის მთავრობას ქართველი ხალხის ნებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ.  

მსგავსი სიახლეები