გიორგი მარგველაშვილი "ნაცმოძრაობას" უწყობს ხელს - მამუკა მდინარაძე

20.06.22 13:15
გიორგი მარგველაშვილი "ნაცმოძრაობას" უწყობს ხელს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება" საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი ენმ-ს უწყობს ხელს. 

მდინარაძის განცხადებით,  ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე არ გადის.

უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობას უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა. ასეთი დამაზიანებელი და მავნე მესიჯებით გთხოვთ, ამ დღეების, ამ პერსპექტივის ხათრით ნუ გამოხვალთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირში ერთობლივი მიმართვის გაგზავნის ინიციატივით გამოდის.

მიმართვის ავტორები EU-სგან თაბდაპირველად კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შემდეგ კი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები