"ნაცების დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება"- მდინარაძე

20.06.22 14:26
"ნაცების დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება"- მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დღეს 20:00 საათზე, რუსთაველის განზირზე დაგეგმილი აქცია "ნაციონალური მოძრაობის" დაორგანიზებულია. 

მეტიც, დეპუტატის თქმით,  "არ გაუკვირდება, რომ "აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ". 

უნდა გვაინტერესებდეს, ხოშტარიას შემოსავლები ხომ არ არის დაკავშირებული რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც-მეთქი და თვითონ ასე თარგმნეს: "დღევანდელ აქციას რუსეთი აფინანსებსო". ანუ, მარტო ხოშტარიას არა, ჩვენცო... თან ისე გაგიჟდნენ, მგონი მართლა რაღაცაშია საქმე. 
ისე ნაცების დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება, 
თან ასეთი მყისიერი გაღიზიანების და თვითდაბრალების ფონზე. 
ამასობაში რაზეც ბრიფინგი იყო, იმ თემას ისევ არ იმჩნევენ. 
ყველაზე საშიში მაინც ევროპულ ნიღაბს ამოფარებული და რუსული საქმის მკეთებელი ხალხია!
რაც არ უნდა ქნან, ამ ქვეყანაში მშვიდობას, განვითარებას და მის ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს!"- წერს მდინარაძე. 

მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას დღეს ბრიფინგი მიუძღვნა და ოპოზიციონერს მოუწოდა, გაასაჯაროოს 2008 წლიდან რუსეთიდან მიღებული თანხები. 

მდინარაძე "დროას" ლიდს დაემუქრა კიდევაც და თქვა, რომ  თუ ხოშტარია ამაზე უარს იტყვის, საკითხის საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები