"ხალხი ყველაფერს ხედავს, ეს აქცია არის ნაციონალური მოძრაობის" - კახა კალაძე

20.06.22 15:02
"ხალხი ყველაფერს ხედავს, ეს აქცია არის ნაციონალური მოძრაობის" - კახა კალაძე

"ეს აქცია არის ნაციონალური მოძრაობის აქცია, პირდაპირ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება"- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დღეს დაანსებულ აქციას - „შინ ევროპისკენ“.

მისი თქმით, იმის ილუზია და წარმოდგენა არ აქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია მოხდეს.

ოპოზიციის დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი. მათი მთავარი მიზანი და ამოცანაა, როგორმე შეაჩერონ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის საშუალება ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად არავის უნდა მივცეთ.

ქვეყნის წარმატება მარტო ხელისუფლებაზე ხომ არ არის დამოკიდებული? უნდა იყოს ჩართული საზოგადოება და ოპოზიცია, პოლარიზაციის დასრულება ცალმხრივად ვერ მოხდება"- განაცხადა კალაძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, რომ "ხელისუფლება მზად არის დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი".

 ოპოზიციის მხრიდანაც უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, დაანონსებულ აქციებს და ა.შ. მეგობრებო, არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების ცვლილებები ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება"- განაცხადა მან. 

კალაძის განცხადებით, "ვინც შეეცდება არაკანონიერი გზით განახორციელოს რევოლუცია, ხელისუფლების დამხობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება".

 

მსგავსი სიახლეები