"სტატუსი არ გვქონდა, დღეს გვაქვს" - "ოცნება" პრემიერის განცხადებას იზიარებს
"ქართული ოცნების" დეპუტატები იზიარებენ, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, სტატუსი ვერ მიიღო, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ წარმატებაა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარეს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს გაიზიარებენ, მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად გამოქვეყნდება.
ისინი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, რას აპირებენ მაგალითად შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიის დოკუმენტში მოხვდა.
შეუსრულებელი არაფერია. ყველაზე რთული, როგორც ჩანს დეპოლარიზაციაა. ევროპული პერსპექტივის სტატუსი არ გვქონდა და დღეს ეს უკვე გვაქვს. უნდა ვიმუშავოთ ერთად, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ირაკლი ზარქუას თქმით, კი მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია "შარლ მიშელის" დოკუმენტიდან გავიდა, ხელისუფლება რეფორმების განხორციელებას აგრძელებს.
ლადო კახაძის შეფასებით კი "ამ დათქმების ასრულების შემდეგ სტატუსი მინიჭებული იქნება ყოველგვარი პრობლემის გარეშე".
პრემიერის მტკიცებით, 17 ივნისს ევროკომიამ საქართველოსთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა უკვე მიღწევაა.