თბილისი ცენტრში რუსეთის დაფინანსებით საზაფხულო სკოლა გაიხსნა

20.06.22 15:43
თბილისი ცენტრში რუსეთის დაფინანსებით საზაფხულო სკოლა გაიხსნა

თბილისის ცენტრი რუსული პროპაგანდის ეპიცენტრად იქცა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ისტორიის რუსულ ვერსიას უყვებიან და პუტინის პოლიტიკის პროპაგანდას ეწევიან.

პრესრელიზში, რომელიც შეხვედრის მონაწლეებს დაურიგეს, აღნიშნულია, რომ საუბარი 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეხება, ასევე კავშირებსა და პერსპექტივებს საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს სააგენტო ,,სოვას" ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა. 

საიდუმლო შეკრება სასტუმრო ,,იბის"-ში, გამოცემა ,,სოვას" ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. ვინ არის ორგანიზატორი და ვინ გასცა თბილისში ასეთი შეკრების ჩატარების ნებართვა, ამ კითხვების დასასმელად მისულ ,,პირველების" ჟურნალისტს საპატრულო პოლიცია გამოუძახეს.

შენ ხარ უზრდელი ბიჭი, გადი აქედან - მიმართა ,,პირველების" გადამღებ გუნდს შეხვედრის ორგანიზატორებმა. 

საბოლოოდ, შეხვედრა ჩაიშალა, მისი მონაწილეები იძულებული გახდნენ, სასტუმროს ტერიტორია დაეტოვებინათ. 

მსგავსი სიახლეები