სულით და გულით თქვენთან ვარ! - ია ანთაძე აქციაზე „შინ ევროპისკენ“
ჟურნალისტი ია ანთაძე დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის სულისკვეთებას უერთდება - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
ძალიან, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს რვაზე ვერ ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს და თითოეული ჩვენგანის ევროპისკენ სწრაფვას ადასტურებენ ერთად დგომით. სულით და გულით თქვენთან ვარ! რაც თავი მახსოვს, ჩემი ოჯახი, ახლობლები და მეგობრები ვოცნებობდით საქართველოს ევროპულ მომავალზე და გვჯეროდა, რომ ჩვენი ევროპელობის დოკუმენტურ დადასტურებასაც მოვესწრებოდით.
წარმატებები ჩვენ და ჩვენს საერთო სამშობლოს ამ ნანატრ გზაზე!- აღნიშნავს ჟურნალისტი.