გადამწყვეტი აქციის წინ პრემიერი ყატარში გაემგზავრა

20.06.22 17:01
გადამწყვეტი აქციის წინ პრემიერი ყატარში გაემგზავრა

გადამწყვეტი აქციის წინ პრემიერი ყატარში გაემგზავრა - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო.

მათივე ცნობით, დოჰას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.

მსგავსი სიახლეები