მობილიზება "ალტ-ინფოს" ოფისში - რას გეგმავს ძალადობრივი დაჯგუფება?

20.06.22 18:42
მობილიზება "ალტ-ინფოს" ოფისში - რას გეგმავს ძალადობრივი დაჯგუფება?

პროდასავლური აქციის სამზადისის პარალელურად მობილიზებაა პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის, "ალტ-ინფოს", ოფისში.

რადიკალები სავარაუდოდ, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. 

ფოტო ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ, გამოაქვეყნა. 

ამ წუთებში სააკაძის მოედანზე, ,,ალტინფოს" პარტიის ოფისში გამოცხადებულია მობილიზება, სავარაუდოდ სურთ პროვოკაციების მოწყობა"- წერს ფარულავა. 

 

 

 

ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა კონტრაქციის მოწყობა წინა კვირას დააანონსეს. კოკა მორგოშიამ "ტვ პირველს" განუცხადა,  რომ სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული, პირობა დადო, რომ "ათასობით მხარდამჭერს მოუყრის თავს, და რამდენიმე ლოკაცია ექნებათ. 

მსგავსი სიახლეები