უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩატარდეს არჩევნები - მიხეილ სააკაშვილი
უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია, შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და არჩევნები ევროკავშირის კონტროლს ქვეშ ჩატარდეს- მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აქცენტს დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზეც ამახვილებს და ქვეყნის ყველა პატრიოტს მოუწოდებს, მხოლოდ დღევანდელი საპროტესტო მუხტით არ შემოიფარგლოს.
მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს, მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.
ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს. - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.