შინ ევროპისკენ- დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

20.06.22 19:56
შინ ევროპისკენ- დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

შინ ევროპისკენ- რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.  დედაქალაქის ცენტრალურ  გამზირი საავტომობილო მოძრაობისთვის გადაიკეტა.

აქციას დედაქალაქის მაცხოვრებლების გარდა მონაწილეები საქართველოს ყველა კუთხიდან უერთდებიან. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე არ იქნება პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა.

აქციას წარუძღვებიან მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და მწერალი ლაშა ბუღაძე.

აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო საზოგადოება

 

 

მსგავსი სიახლეები