რუსთაველზე არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის - ზურაბიშვილი პოლიციას მიმართავს

20.06.22 20:00
რუსთაველზე არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის - ზურაბიშვილი პოლიციას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ რუსთაველის გამზირზე რაიმე სახის ექსცესები არ დაუშვას. 

მინდა, მივესალმო ყველა ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტაციის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ  ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა. 

ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები