ყველა ივანიშვილისა და "ოცნების" გარდა - რუსთაველზე აქციას მაია ფანჯიკიძე შეუერთდა
ყველას უნდა დავანახოთ, რომ ევროპული გზა არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსთვის - ივანიშილის მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
ივანიშვილის მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ექსკლუზიური კომენტარი "ტვ პირველს" მისცა და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ იმ რეაკომენდაციების შესრულება, რომელიც ქვეყანას ევროსაბჭომ დაუწესა:
შინ და გარეთ-ყველას უნდა დავანახოთ, რომ ევროპული გზა არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსთვის და მეორე მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკურ ძალებს დავანახოთ, რამდენი ვართ, და მოვთხოვოთ მათ იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც დაგვიწეესა ევროკავშირმა. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან ბევრი შეუძლია"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია - პარლამენტის წინ, აქცია "შინ ევროპისკენ" იწყება.