საქართველო ირჩევს ევროპას - რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო
მოვლენათა მთავარი ეპიცენტრი რუსაველის გამზირია - პარლამენტის შენობის წინ, აქცია „შინ ევროპისკენ“ დაიწყო. ადგილზე შეკრებილებმა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები მოისმინეს.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების წევრები მიმართავენ. დაგეგმილია უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვაც.
ცნობილია, რომ აქციის მონაწილეებს მიმართავენ ევროპარლამენტარები: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ასევე ლიტუველი დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი.
21:00 საათზე, აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობას მოაწყობენ. დედაქალაქის მსგავსად აქციები გაიმართა ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში.