საშემოდგომო გამოაყოლეს ამ ოროსან მთავრობას - სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე
თბილისის პარალელურად საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. ათასობით ადამიანი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობით მივიდა ევროპის მოედანზე.
,,პირველების" კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციაზე იმყოფებიან საჯარო მოხელეეებიც, თუმცა ისინი აფიშირებისგან თავს იკავებენ.
სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე, მოუწოდებს საზოგადოებას, ხელსიუფლება ევროპული არჩევანის უპირატესობაში დაარწმუნოს.
ქართველმა ერმა იცის, რომ მისი ხსნა ევროკავშირია. ხელისუფლება კი გვაბრკოლებს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიმოქმედოთ ის, რაც აქამდე არ ყოფილა - ვაიძულოთ, დაგვიჯეროს, არ დაგვიჯერებს და იცის, ამას რაც მოჰყვება.
საშემოდგომო გამოაყოლეს ამ ოროსან მთავრობას, რომელიც უნდა გავხადოთ ათოსანი, თორემ ჩარჩება - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე.