ეს არის ხალხის ხმა, ეს ზეპარტიული აქციაა - მამუკა ხაზარაძე
"ევროპას ერთსულოვნება უნდა დავანახოთ და მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი"- ამის შესახებ "ტვ პირველს" "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.
ოპოზიციის ლიდერი დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციას - „შინ ევროპისკენ“ შეუერთდა.
მისი თქმით, პარლამენტის წინ არსებული ტრიბუნა ახალგაზრდებმა და რიგით მოქალაქეებმა უნდა დაიკავონ:
ეს არის ხალხის ხმა, ეს ზეპარტიული აქციაა. ეს არის ტრიბუნა, რომელიც ახალგაზრდობამ, რიგითმა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს. ჩვენ საშუალება არავის უნდა მივცეთ, რომ ეს შანსი დაკარგოს ქვეყანამ. შანსი რომლისთვისაც ჩვენი წინაპრენი უამრავი თაობა იბრძოდა"- თქვა ხაზარაძემ.