დეოლიგარქიზაცია - ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან რუბიკონი გადალახულია - გიორგი მარგველაშვილი

20.06.22 21:32
დეოლიგარქიზაცია - ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან რუბიკონი გადალახულია - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთზე პრეზიდენტის შეფასებით,  ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაცია-დეოლიგარქიზაცია, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გათავისუფლედეს გავლენებისგან.

გიორგი მარგველაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, ცოლთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად მივიდა. 

დღეს არის საამაყო დღე. ბევრნი ვართ და ძალიან კარგი სულისკვეთებაა. თუ მანქანაში ხართ, ან ახლოში, მოახერხეთ და მოდით, რადგან კარგი დღესასწაულის მომსწრე გახდებით!

რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს: ჩვენი პარტნიორებისგან რუბიკონი გადალახულია, ჩაწერეს სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ეს სიტყვა ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს გათავისუფლებული  წნეხისგან, ეს კი უნდა მოხდეს მშვიდად, კონსრუქციულად, კანონიერად, როგორც ქართველ ხალხს უნდა, არჩევნებით.

ჩვენმა მთავრობამ ზურგი შეაქცია არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ ჩვენს ისტორიულ არჩევანსაც, ჩვენი ერის მისიას, ვიყოთ თავისუფალი ერი თავისუფალ ერთა ოჯახში. ეს არის დღეს ევროპა. - განაცხდა ექსპრეზიდენტმა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, ყოფილ და მოქმედ გავლენიან ქართველ პოლიტიკოსებს ევროკავშირისთვის წერილი გაეგზავნათ,  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის დასანანია, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა  წერილს ხელი არ მოაწერეს. 

რაც შეეხება წერილს, რომელზეც ვთხოვე, არა მარტო მოქმედ პოლიტიკოსებს ხელი მოეწერათ, არამედ, გარკვეული პალიტრა წარმოგვედგინა ყოფილების, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების. ეს იქნებოდა კრებული ჩვენი 30 წლიანი ისტორიის. 

ჩემთვის დასანანია, რომ ის ადამიანები, ვინც ხელი ამ მოაწერა ამ წერილს, ისტორიულ დინამიკას ჩამორჩნენ - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები