ქართველი ხალხი ყველაზე პროევროპულია, მნიშვნელოვანია, მათი ოცნება ასრულდეს - ანა ფოტიგას მიმართვა
დედაქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ევროპულ ღირებულებებს იცავენ, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიმართა.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ "ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს".
წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი ყველაზე პროევროპულია. რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესავამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს. განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესული პოზიცია უკრაინის მიმართ, ამ ქვეყანაში სრულფასოვანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები" - მიმართა ფოტიგამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.