იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული - ჟიგიმანტას პავილიონისი

20.06.22 21:58
იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული - ჟიგიმანტას პავილიონისი

ვიცით, რომ მედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია - ევროპარლამენტარი, ლიეტუველი პოლუიტიკოსი, ჟიგიმანტას პავილიონისი, ქართველი ერისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელია, ხელისუფლება ბრიუსელთან დადებულ შეთანხმებას დაუბრუნდეს.

ევროპარლამენტარს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, როცა ევროკავშირში გაწევრიანება მათ მხოლოდ რეფორმების გატარების შემდეგ მოახერხეს.

ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

ვიცით, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია.

2007 წელს ევროკავშირმა არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მიმართებაში. ჩვენ მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოვახერხეთ ეს. გავატარეთ რეფორმები, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა.

თქვენ გაქვთ საგზაო რუკა,  19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. ის 6 თვის განმავლობაში 3-ჯერ ცჩამოვიდა საქართველოში. 

დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია. 

აუცილებლად გაიმარჯვებთ, ჩვენ თქვენთან ვართ. - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.

მსგავსი სიახლეები