გისურვებთ პროევროპულ, დემოკრატიულ მთავრობას- ანდრიუს კუბილიუსი
გისუსურვებთ ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არა დაბრკოლება, არამედ ხალხის ლიდერი იქნება - ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა.
ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს პროევროპული ხელისუფლება, რომელიც იქნება გადამწყვეტი ფაქტორის ევროპაში ინტეგრაციისათვის.
ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირი, ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს, როგორც კავშირის წევრის, ყოლააა.
ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს შიგნით.
ქართველი ერი პროევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს, სიტყვის თავისუფლებას, სადაც არ იქნება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება.
ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს.
საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან ევროკავშირის დემოკრატიული მთავრობები.
ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არა დაბრკოლება, არამედ ხალხის ლიდერი იქნება - განაცხადა კუბილიუსმა.