როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ ვინ დასწია საქართველო უკან, რუსეთისკენ - რასა იუკნევიჩიანეს მიმართვა
"ძვირფასო ქართველებო დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა.
მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მოქალაქეებს მოწუოდა, პირადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე.
ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იმავე პრობლემების წინაშე იდგა, ყველგან არსებობენ, მსგავსი მანიპულატორები, კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ ვინ დასწია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგში",- განაცხადა ევროპარლამენტარმა.