„გულდასაწყვეტია, რომ დიღმელაშვილმა "წალეკვა" თუ რაღაც დააანონსა აქციაზე“ - ალუდა ღუდუშაური

21.06.22 13:45
„გულდასაწყვეტია, რომ დიღმელაშვილმა "წალეკვა" თუ რაღაც დააანონსა აქციაზე“ - ალუდა ღუდუშაური

„გულდასაწყვეტია, რომ აქციის ბოლოს ბატონმა დიღმელაშვილმა "წალეკვა" თუ რაღაც დააანონსა, ეს არ არის თავსებადი რეკომენდაციებთან“.   - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა პარტიასთან აფილირებული ადამიანები იყვნენ.

ძალიან ბევრი იყო ხალხი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი  ქართველი იქნება იმ აქციაზე, სადაც არის მოწოდება - „ჩვენ ევროპისკენ". გულდასაწყვეტი აქ ის არის, რომ  გასაგებია, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის და მისი ახალგაზრდულის მიერ იყო მაინც ნაწილი დაორგანიზებული. მაგრამ, თუ არ ვცდები, ბატონი დიღმელაშვილის დასრულება, რომ ვერ შეიკავა თავი და წალეკვა თუ რაღაც დააანონსა, არ არის თავსებადი რეკომენდაციებთან“. - განაცხადა ალუდა ღუდუშაური.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიამ“ 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და  ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება დააანონსა. მანიფესტის მიხედვით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მსგავსი სიახლეები