ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენსკენ, სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნება" 20 ივნისის აქციის დემორალიზებას ცდილობს - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები " პოლიტიკურ გზავნილებს ავრცელებდნენ".
გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, იმისთვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული". - განაცხადა კობახიძემ.