ვერაფრით აუხსნით ამას მომავალ თაობას - ბურჯანაძე პაპუაშვილს მიმართავს
,,ქართული ოცნება" უარს ამბობს, ხელი მოაწეროს პრეზიდენტებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების საერთო წერილზე. ამ პოლიტიკური ნაბიჯის ინიციატორი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილია.
,,პირველების" ინფორმაციით, მარგველაშვილის წერილი უკვე მიიღეს ,,ოცნების" ლიდერებმა.
ნინო ბურჯანაძის ძალიან ეუცნაურება მმართველი გუნდის პოზიცია.
„დემოკრატირული საქართველოს“ ლიდერი შალვა პაპუაშვილს მიმართავს და ამბობს, თუ ხელისუფლება ხელს არ მოაწერს დოკუმენტს, მაშინ ამას მომავალ თაობას ვერაფრით აუხსნის.
ძალიან უცნაურია პაპუაშვილის ეს პოზიცია და მე მინდა, მას ვუთხრა, რომ თუ ის ახლა გააგრძელებს იმ პოზიციის დაფიქსირებას, რაც ახლა განაცხადა და არ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს, ის ვერანაირად აუხსნის მომავალ თაობებს, რომ იმ ფონზე, როდესაც მისმა ხელისუფლებამ მაჩანჩალების რიგებში გადაიყვანა საქართველო, ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, თავად პარლამენტის თავმჯდოამარე რატომ აცხადებს უარს, რომ რაღაც პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესის გამოსწორებაში“. - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
გუშინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ისტერიული ნაბიჯები და ქმედებები არ არის აუცილებელი, ვინაიდან ,,ქართული ოცნება" ისედაც ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს სტატუსი საქართველოს მიეცეს.
მიხეილ სააკშვილი მეოთხრე პრეზიდენტის ინციატივას უერთდება. ქვეყნის მესამე პრეზიდნეტი მზად არის ხელი მოაწეროს დოკუმენტს.
წერილზე ხელმომწერი ყოფილი და მოქმედი პრეზიდენეტები და პარლამენტის თავმჯდომარეები თხოვენ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს პარასკევს, კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და ვალდებულებას იღებენ, რომ ქვეყანა ევროკომისიის მოთხოვნებს აუცილებლად შეასრულებს.