ენდობა თუ არა პრემიერი პუტინს? - ღარიბაშვილი უხერხულ კითხვას ვერ პასუხობს
ყატარის საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინის ხსენება ვერ გაბედა. საქართველოს პრემიერი უხერხულ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა წამყვანმა მას კითხვა დაუსვა, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს?
ეს არ ყოფილა ერთადერთი უხერხულობა, რომლის შუაგულშიც საქართველოს პრემიერი აღმოჩნდა, საერთაშორისო ფორუმზე რომელსაც მთელი მსოფლიო აკვირდება, საქართველოს მთავრობის მეთაური რუსეთისათვის სანქციების არდაწესების გამო თავის მართლების რეჟიმში აღმოჩნდა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში 3-ჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხვედრა. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარებს შემდეგში: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების საფუძველზე. - განაცხადა ღარიბაშვილმა.
წამყვანმა მას კითხვა შეუბრუნა: მაგრამ პუტინი დაგპირდათ? რომ დაგპირდეთ, ენდობით? რაზეც საქართველოს პრემიერმა განაცხდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია:
ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია, მოლაპარაკება არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერის პასუხზე კომენტირებისას წამყვანმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი კითხვას გაექცა.