„საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას" - კრამონი 20 ივნისის აქციაზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აქციას „შინ ევროპისკენ“ ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, რადგან „მისი ხალხი ამბობს ამას“.
„საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას. ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებითა და ევროპული მომავლით. არც ერთ პოლიტიკურ თუ გარე ძალას ამის შეცვლა არ შეუძლია,“- ამბობს ფონ კრამონი ვიდეოში, რომელიც მან დღეს თვითერზე გამოაქვეყნა.
ვიდეო მიმართვაში, სადაც 20 ივნისის აქციის კადრებიცაა, კრამონი ამბობს:
ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევით შედეგია ეს დიდი შეკრება ამ საღამოს. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.
თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!
გუშინ, 20 ივნისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა.