მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არაა საინტერესო - კობახიძე
მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას.
კობახიძე მარგველაშვილს ურჩევს, რომ კარგად შეინახოს თავისი ფურცლები.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით დავწერე 78-ე მუხლი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. სანამ ვიღაცები რაღაცებს საუბრობენ და უაზრო ფურცლებს აფრიალებენ, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას, ჩვენ ჩავწერეთ და ამას მხარის არ დაუჭირა ზუსტად იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული ძალა ქვეყანაში და იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა.
ყველამ კარგად შეინახოს თავისი ფურცლები. ჩვენ გვაქვს ერთი ფურცელი, ესაა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირში ნატოში ინტეგრაცია ჩვენი მიზანი და ამოცანა....მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არაა საინტერესო." - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაა, გაუგზავნონ წერილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების ხელმოწერით ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.