შეგიძლია, გვარამია შეიწყალო და მორჩა - დავით ზილფიმიანი პრეზიდენტს მიმართავს

21.06.22 14:47
 შეგიძლია, გვარამია შეიწყალო და მორჩა - დავით ზილფიმიანი პრეზიდენტს მიმართავს

უბრალოდ შეგიძლია, შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის?- ,,ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზილფიმიანი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ურჩევს, გაათავისუფლოს ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია. 

პრეზიდენტს ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი - არა. აი, მაგალითად იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

მე, ერთი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი, რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებას. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ავ-კარგობაზე ჩვენი სასამართლო სისტემის, ეს არ მოიგულისხმება კანონით, უბრალოდ შეგიძლია, შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის?

დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტია, თუ ეს უბრალოდ დამატებისთვისაა საჭირო. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება?" - განაცხადა ზილფიმიანმა.

ნიკა გვარამიას 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები