ძალიან აჭრილები ხართ, ჩამოყალიბდით, თქვენი იყო ეს ხალხი, თუ "ნაცმოძრაობის"? - ნაცვლიშვილი "ოცნებას"
"ჩამოყალიბდით, გუშინ საქართველოს 10 ათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი, თუ ნაციონალური მოძრაობის? ძალიან აჭრილი ხართ მესიჯბოქსში“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ხალხის მასის დანახვის შემდეგ კი, უმრავლესობის წევრებმა აღარ იციან, როგორ შეცვალონ მათი მიერ აქციამდე გაკეთებული განცხადებები.
გუშინ ამბობდით, „ნაცების“ აქციააო, ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო, რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი, ახლა აღარ იცით რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენო... არც თქვენია ეს ხალხი და არც რომელიმე ერთი პარტიის. ეს ხალხი არის საქართველოს ევროპელი მოქალაქეები, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო, ეს არის მოქალაქე და თითოეული მოქალაქე ხდება ლიდერი და იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაზე, რომ ივლის წინ და ვერავინ ვერ შეძლებს, ის გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან"- თქვა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ „შიშს დიდი თვალები აქვს".
მისი თქმით, „ახლა, როდესაც ურემი გადაბრუნდა“, ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი, რომ რაღაცებია გასაკეთებელი.
შიშს დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტულიც სცოდნიათ შეშინებულ ადამიანებს... რას აკეთებდით მთელი ერთი წელი, როცა ერთი წლის წინ მოგვეცა შესაძლებლობა, შარლ მიშელი ჩამოვიდა და დაიდო ევროპული გზის რეცეპტი?“,- მიმართა ნაცვლიშვილმა "ქართულ ოცნებას" .