"მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის" - "ოცნება" ახალ რეპრესიებს აანონსებს

21.06.22 14:59
"მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის" -  "ოცნება" ახალ რეპრესიებს აანონსებს

"მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის" - "ქართული ოცნება"  ახალ რეპრესიებს აანონსებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ დეოლიგარქიაზაციის მომხმრეა, თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველას ეხება. 

მმართველი პარტიის თვამდჯომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყნაში ოლიგარქები არიან, თუმცა ის არა ივანიშვილი, არამედ მიხიელ სააკაშვილი, მამუკა ხაზრაძე და დავით კეზერაშვილი არიან.

დეოლიგარქიზაცია - ამ თემაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“, ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამ თემაზე მიღებული არის კანონი, დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე  და ესენი არიან ნაცმოძრაობაში სააკაშვილი, კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენსკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები