პუტინის ხსენებაც კი ვერ გაბედა ივანიშვილის სათამაშომ და ბერას ძიძამ - ხაბეიშვილი ღარიბაშილზე
პუტინის ხსენებაც კი ვერ გაბედა ივანიშვილის სათამაშომ და ბერას ძიძამ - ხაბეიშვილი ღარიბაშილზე
ოპოზიცია პრემიერ მინისტრს ანტისახელმწიოფოებრივ განცხადებებში ადანაშუალებს.
ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ჟურნალისტმა ღარიბაშილს ერთი სიტყვაც კი ვერ წამოაცდენინა პუტინზე.
ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის მეთაურს გაუბედავი და ივანიშვილის სათამაშო უწოდა.
იმდენი ვერ გაბედა ივანიშვილის სათამაშომ, ბერას ძიძამ, რომ ეთქვა, რომ პუტინს არ ენდობა და მეტიც, არათუ არ ენდობა, არამედ ყასაბად მოიხსენიებენ ამ ადამიანს დასავლელი ლიდერები. აშშს-ს პრეზიდენტი არ ერიდება პუტინზე მსგავს გამონათქვამებს, როგორიცაა მკვლელი, ტერორისტი, ყასაბი და ა.შ. და ამასობაში ღარიბაშვილს ვერ ათქმევინა და დასცინოდა ფაქტობრივად ის ჟურნალისტი. ვერ წარმოათქმევინა ენდობი თუ არა პუტინსო. ერთი სიტყვაც არ თქვა. „არა“ არ თქვა და ათასი სიგიჟეები მოიგონა“. - ამბობს ხაბეიშვილი.
ყატარის საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინის ხსენება ვერ გაბედა. საქართველოს პრემიერი უხერხულ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა წამყვანმა მას კითხვა დაუსვა, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს?