"მეცენატი და ქველმოქმედია" - კალაძე მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს არ უნდა შეეხოს
დედაქალაქის მერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაცია ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა შეეხოს, რადგან ის მეცენატი და ქველმოქმედია. მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში აღარ არის.
ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და შეძლო სისხლიანი რეჟიმი, ქვეყნის მტრები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოეშორებინა ქვეყნის მმართველობიდან, - თქვა კალაძემ.