სასამართლომ ხაზარაძეს "თი ბი სი" ბანკიდან დივიდენდების აღება აუკრძალა

21.06.22 15:15
სასამართლომ ხაზარაძეს "თი ბი სი" ბანკიდან დივიდენდების აღება აუკრძალა

"პირველების" ინფორმაციით, სასმართლომ მამუკა ხაზარაძეს "თი ბი სი" ბანკიდან დივიდენდების აღება აუკრძალა.  ეს ყველფერი კი სასამართლომ ბანკის ახალი აქციონერის სარჩელის საფუძველზე გააკეთა.

როგორც ირკვევა, ახალი განჩინების თანახმად, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ახლა 30 მილიონის მისაღები დივიდენდები დაყადაღებული აქვთ. მათ ეს თანხა ივლისში უნდა მიეღოთ.  

ბიზნესმენი, რომელმაც  ბანკის აქციები ინავარში, 6 თვის წინ  შეიძინა, ამტკციებს, რომ 14 წლის წინ მიყენებული ე.წ. ზიანი ხაზარძე-ჯაფარიძემ ახლა უნდა აუნაზღაუროს.

ბრიტანელი ბიზნესმენის ქართველი ადვოკატი აღნიშნავს, რომ დავის საგანი, გაცემული და ჩამოწერილი სესხის 16 664 000 ამერიკული დოლარის "თი ბი სი" ბანკის კაპიტალში დაბრუნებაა. 

ხაზარძე-ჯაფარიძის ადვოკატი,  ზვიად კორძაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ეს ე.წ. ფულის გათეთრების საქმის კიდევ უფრო აბსურდული გაგრძელება. 

ადამიანმა რაღაც აქციები იყიდა იანვარში და დავას იწყებს 13 წლის წინანდელი ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაც იურიდიულად ნონსენსი და აბსურდია. თან აღნიშნული დავა არანაირად არ ექვემდებარება საქართველოს იურიდიქციას, რადგან მან აქციები შეიძინა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იქა არის განლაგებული დედა კომპანიის აქციები. ეს არის იმ აბსურდის გაგრძელება, რაც ხდებოდა ე.წ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სპეციალურად იყიდა ადამიანმა აქციები, რომ ეს დავა დაეწყო და შესაბამისად გვაქვს რაღაც კვაზი სარჩელი"- აცხადებს ადვოკატი. 

 

მსგავსი სიახლეები