მეგობრები ასე ვესაუბრებით ერთმანეთს! - სკანდალში გახვეული გამგებლის პირველი განმარტება
“სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს” – სკანდალში გახვეული სამგორის გამგებელი თავის მართლების რეჟიმშია.
კახა სამხარაძე ,,მთავარ არხთან" ამბობს, რომ "ასეთი სიტყვებით მეგობრები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ".
ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული - ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.
ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები... სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. უგზო-უკვლოდ მოფრინავი ჩიტების - ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს. - ამბობს სამხარაძე.