ყოფილი პრეზიდენტების მიმართვა ევროსაბჭოს - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უცნობია

21.06.22 17:10
ყოფილი პრეზიდენტების მიმართვა ევროსაბჭოს - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უცნობია

შეურთდება თუ არა ყოფილი პრეზიდენტების  მოთხოვნას სალომე ზურაბიშვილი - მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი "პირველებთან" კონტაქტზე არ გამოდის.

საუბარია წერილზე, რომლითაც  ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თვამჯდომარეები ევროსაბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სთხოვენ. დოკუმენტს ხელს გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და აკაკი ასათიანი აწერენ. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, მათმა მიმართვამ ევროსაბჭოზე გარკვეული გავლენა იქონიოს. პოლიტიკოსი ასევე, შალვა პაპუაშვილს ურჩევს, აღნიშნულ წერილს ხელი მოაწეროს.

მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს, იმიტომ, რომ მართლა ძალიან კარგი იდეაა, რომ ყოფილმა პარლამენტის თვამდჯომარეებმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა მოვაწეროთ ხელი მიმართვას ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი. როდესაც ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები აგზავნიან წერილს, როგორც მინიმუმკ ეს რაღაცა წვლილს შეიტანს. ვერ ვიტყვი, რომ გარდამტეხი იქნება, იმიტომ, რომ გარდამტეხი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოქმედება. მე ძალიან ვურჩევ ბატონ პაპუშვილს, გულწრფელად, როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და როგორც ადამიანი, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, მოაწეროს ამას ხელი, - თქვა ბურჯანაძემ. 

უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგევლაშვილის ინიციატივას "ქართული ოცნება" მხარს  არ უჭერს. 

ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას. ჩვენ ჩავწერეთ  ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭირა, ხმა არ მისცა ზუსტად იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული ძალა ამ ქვეყანაში და იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა. ყველამ შეინახოს საკუთარი ფურცლები კარგად. მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასტან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დოკუმენტის ტექსტი მისთვის მიუღებელი და გაუგებარია. 

ჩემთვის, მართალი გითხრათ, გაუგებარი დამიუღებელია ამ დოკუმენტის ერთი ნაწილი, სადაც დოკუმენტის ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს სქვს სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის და ევროპელიზაციის გზაზე და შემდეგ დანარჩენი ტექსტიც ამ ნაწილთან შეუსაბამოა: აქვს უკუსვლა და მეორეს მხრივ, „გთხოვთ, მიგვიღოთ ევროკავშირში“. ასე რომ, ალბათ რთული იქნება, რომ ჩემს ქვეყანაზე და ჩვენს სამშობლოზე ასეთ შეფასებას მოვაწეროთ ხელი, - თქვა თალაკვაძემ.  

დოკუემნტი ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტის თვამდჯომარეების ხელმოწერებით დასავლეთში ხვალ გადაიგზავნება.  

მსგავსი სიახლეები