ოპოზიციას ჰყავს 4 ოლიგარქი და თუ კანონი იქნება მიღებული, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები - თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები.
თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ. ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ეს გვარები ითქვა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ. იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ქმედებები, გადაწყვეტილებები და კონკრეტული მონაწილეობა აქვთ მიღებული.
თუ ეს კანონი ზუსტად იმ სახით იქნება მიღებული, პასუხები ექნებათ გასაცემი სწორედ მათ“. - ამბობს თალაკვაძე.
შეგახასენებთ, რომ "ქართული ოცნება" ახალ რეპრესიებს აანონსებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ დეოლიგარქიაზაციის მომხმრეა, თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველას ეხება.
მმართველი პარტიის თვამდჯომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყნაში ოლიგარქები არიან, თუმცა ის არა ივანიშვილი, არამედ მიხიელ სააკაშვილი, მამუკა ხაზრაძე და დავით კეზერაშვილი არიან.