თქვენს მეგობრებს სი*რებს ეძახით? - სკანდალში გახვეული გამგებლის პასუხი
სკანდალში გახვეული სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე მისულებს "სი*ები" უწოდა, რამდენიმესაათიანი გაუჩინარების შემდეგ მაღალჩინოსანი მედიასთან იმის სათქმელად გამოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, "მეგობრებს აგინა".
ჩემი ჯგუფი არის დახურული... მე ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. როცა სამსახურში ვარ ვარ საჯარო მოხელე, როცა არ ვარ სამსახურში არ ვარ საჯარო მოხელე. ეს იყო ჩემს მეგობრებთან რაღაც განხილვა"- განაცხადა სამხარაძემ.
კითხვაზე მეგობრებს "სი*ებს" ეძახის თუ არა, საჯარო მოხელემ "ტვ პირველის" ურნალისტს მოუწოდა, რომ "ხშირად ნუ იმეორებს" ამ სიტყვას.
კახა სამხარაძე ყველას ვინც მისი გინება შეურაცხყოფად მიიღო, გამგეობაში იბარებს.
ნუ ატრიალებ ამ სიყვას. არასდროს, არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა. თუ ვინმემ ეს პოსტი შეურაცხყოფად ჩათვალა, მზად ვარ პასუხი გავცე. ადამიანურად გავცემ პასუხს"- ამბობს სამგორის გამგებელი.