ივანიშვილს შეუძლია, მთელი ქონების წართმევა მოინდომოს, თუმცა ამით არ შევიცვლით გადაწყვეტილებას - ბადრი ჯაფარიძე

21.06.22 18:23
ივანიშვილს შეუძლია, მთელი ქონების წართმევა მოინდომოს, თუმცა ამით არ შევიცვლით გადაწყვეტილებას -  ბადრი ჯაფარიძე

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, ადასტურებს, რომ მას და მის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს ივლისში ,,ტბს ბანკიდან" მისაღები დივიდენდი, 30 მილიონი, ახლა დაყადაღებული აქვთ და ეს ხდება საქმეში გამოჩენილი ახალი ფიგურანტის, ბრიტანელი აქციონერის, გამო.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, დაყადაღების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმის გამო მიიღო, რომ ჰგონიათ, გუშინ რუსთაველზე გამართული აქცია მათი დაფინანსებული იყო.

,,ლელოს" ლიდერი ამბობს,  ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

,,ქართული ოცნების" გაუკუღმართებული აზროვნებიდან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ გუშინდელი აქცია იყო დაფინანსებული ჩემი და მამუკა ხაზარაძის მიერ. ამიტომ პირველი, რაც იღონეს, დავაყადაღოთ მათი კუთვნილი დივიდენდებიო. 

მინდა, ივანიშვილს ვუთხრა, ჩემი დეკლარაცია არის საჯარო, შეუძლია, მთელი ქონების წართმევა მოინდომონ, პრობლემა არ არის, ამით ჩვენ არ შევიცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას, ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როცა ბრიტანელი სამართალს ეძებს არა ინგლისურ სასამართლოში, არამედ კობახიძის სასამართლოში. თურმე, კობახიძის სასამართლო ითვლება ყველაზე სამართლიან სასამართლოდ-  აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ხელისუფლებამ მუქარა სისრულეში მოიყვნა. ,,ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის ლიდერების განეიტრალება ამჯერადაც სასამართლოს ხელით  დაიწყო.

მოსამართლის  გადაწყვეტილებით -,,თიბისი ბანკში" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თანხას ყადაღა დაედო. პარტია ,,ლელოს" ლიდერებს  ბანკიდან დივიდენდების მიღება აეკრძალათ.

განჩინება სამართლომ  "თიბისი ბანკის" ახლი აქციონერის სარჩელის საფუძველზე გამოსცა.

 

მსგავსი სიახლეები