თუ გინდათ სტატუსი, შეასრულეთ პირობები - იოზვიაკი დოკუმენტის დეტალებზე წერს

22.06.22 11:01
თუ გინდათ სტატუსი, შეასრულეთ პირობები - იოზვიაკი დოკუმენტის დეტალებზე წერს

თუ გინდათ სტატუსი - შეასრულეთ პირობები. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დოკუმენტის დეტალებზე წერს.   

„საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდება“ -  წერს ჟურნალისტი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

იოზვიაკის თანახმად, ასეთია ევროპული საბჭოს მიერ შემუშავებული საბოლოო გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია.

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, მიიღოს  ევროპული პერსპექტივა გარკვეული პირობების სანაცვლოდ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლის კანდიდატობასაც დაუჭირა მხარი.
 

მსგავსი სიახლეები