უნდა მოვახერხოთ ოლიგარქიის დამარცხება, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ევროპაში კოალიციური მთავრობით უნდა წარვსდგეთ - ქადაგიძე
გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - ახალი სახალხო მოძრაობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე 24 ივნისს ისევ შეიკრიბება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, რომელიც ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, "პირველებთან" საუბრისას პირდაპირ აცხადებს, რომ ევროპული არჩევანი საქართველოს მოქალაქეების დასაცავია.
მისი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად ქვეყანას ცოტა დრო, 6 თვე რჩება.
6 თვეში ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გამოვიწვიოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც საერთაშორისო კონსენსუსის საგანი იქნება, რომ ჩვენ დავამარცხეთ ოლიგარქია, ჩვენ უნდა ჩავატარეთ სამართლიანი არჩევნები, უნდა ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი და ევრიპაში კოალიციური მთავრობით წარვსდგეთ. ამ ყველაფერისთვის ჩვენ 180 დღე გვაქვს"- განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძე ძალიან ცხელ ზაფხულსა და შემოდგომას აანონსებს. მისივე განცხადებით, როდესაც არჩეული ხელისუფლებსი წევრები არ ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას, მაშინ, თვითონ საზოგადოება იმაღლებს თავს.
წარმომადგენლობითი დემოკრატია შეიძლება დავარქვათ, როდესაც არჩეული ხელისუფლებსი წევრები არ ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას, მაშინ, თვითონ საზოგადოება იმაღლებს თავს. უნდა ვირწუნოთ საკუთარი ძალის და უნდა ვირწუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შეცვლა.
ცხელი ზაფხული და შემოპდგომა გველოდება, მაგრამ ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენი წარმატება ეს არის ერთი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირისკენ"- განაცხადა ქადაგიძემ.