მოგვეცით კანდიდატის სტატუსი - მეოთხე პრეზიდენტმა EU-თვის განკუთვნილი წერილი საელჩოში მიიტანა

22.06.22 11:22
მოგვეცით კანდიდატის სტატუსი - მეოთხე პრეზიდენტმა EU-თვის განკუთვნილი წერილი საელჩოში მიიტანა

ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტის თავმჯდომარეების წერილი ევროკავშირის 27 ლიდერს - დოკუემნტი საელჩოში ცოტა ხნის წინ  მეოთხე პრეზიდენტმა პირადად მიიტანა და კარლ ჰარლცეს ჩააბარა. 

დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, კაკო ასათიანიი, მიხელ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი -  ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც აღნიშნული წერილით ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს სთხოვენ.

დოკუმენტს "ქართული ოცნება" არ უერთდება. 

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დოკუემნტი ისტორიულია და მნიშვნელოვანი იყო, რომ მასზე ხელი მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც მოეწერათ და ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ. ამასტან, მეოთხე პრეზიდენტის თქმით, "ქართულ ცონებას" ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ  24 ივნისამდე პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და ევროკავსირის წინაშე ახალი პაკეტით წარდგეს. 

პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყელა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ პოზიციას ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება, დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩენ ჩვენი განსხვავების მიუხედავად, ერთნაირები ვართ. მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი, ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინწინ ზეაღმატებული ფორმით და მეორე იყო ამ წერილზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით და მესამე, ჩემი აზრით, არის პოლიტპატიმრების გამოშვება. მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და გვარამიას გამოშვება. ეს პუნქტში ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ შესრულდეს. აი, ამ პაკეტით თუ 24-მდე ჩვენ წარვდგებით, აი, ამ ფორსმაჟორულ სიტიაციაში კიდევ არის შანსი გამოსწორების, - ამბობს მარგველაშვილი. 

ევროკავშირში გასაგზავნი წერილი მეოთხე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილსაც გადაუგზავნა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მას უასპუხა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ზურაბიშვილმა ევროკავშირს უკვე გაუგზავნა. 
 

მსგავსი სიახლეები