ღარიბაშვილის პარლამენტში მოსვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - აკო მინაშვილი
დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. დათქმულზე ორი დღით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს ჩააბარებს.
აკო მინაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ენმ-ს ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის სტატუსის მისაღებად დეკემბრამდე ქვეყანაში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია.
საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიის მიერ მართული ეს გუნდი, ეს პაიკები, ვინაიდან ესენი არიან ის მთავარი დაბრკოლება, რომელიც დგას დღეს საქართველოს წინაშე ევროკავშირის გზაზე. ღარიბაშვილი მოვა, ვინმე სხვა მოვა პარლამენტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ იმისათვის, რომ დეკემბერში მივაღწიოთ წარმატებას, იმისათვის, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აუცილებელია ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია, რაც პირდაპირ წერია იმ დოკუმენტში“. - ამბობს მინაშვილი.