ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარუდგენს
დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც დასმულ კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.