„ჩემი ფეისბუკი სხვას მივეცი“ - ხალხის მაგინებელი ჩინოვნიკები თავის მართლების რეჟიმში არიან

22.06.22 11:52
 „ჩემი ფეისბუკი სხვას მივეცი“ - ხალხის მაგინებელი ჩინოვნიკები თავის მართლების რეჟიმში არიან

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები, ვინც ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს აგინა, თანამდებობაზე რჩებიან. სამგორის გამგებლის შემდეგ კახა კალაძის მოადგილემ, ნუგზარ ჭონქაძემ, (სულიკო კედელაშვილმა), რომელმაც 160 000 ადამიანი უშვერი სიტყვებით გალანძღა, საკუთარი განცხადება გადათქვა. 

მეტიც, თბილისის მერის მარჯვენა ხელი უეცრად რუსულად ალაპარაკდა. ნუგზარ ჭონქაძის მტკიცებით, facebook-ი გაასხვისა და აღნიშნული გვერდით სულ სხვა ადამიანი სარგებლობს. 

რა სულიკო კედელაშვილი კაცო?! პასპორტი განახო. რა შუაშია სულიკო კედელაშვილი. ეგ გვერდი დიდი ხანია გავასხვისე. ვიცი ვინც არის, (გვერდის ადმინი)... რა შენი საქმეა, ვისზე გავასხვისე გვერდი. არ გამიყიდია, სხვას ვათხოვე "ფეისბუქი". 

რას ნიშნავს სირი? როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს"- აცხადებს კალაძის მარჯვენა ხელი. 

თავის მხრივ სკანდალში გახვეული სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე მისულებს "სი*ები" უწოდა, ამბობს, რომ მან "მეგობრებს აგინა".  

 

 

 

მსგავსი სიახლეები