პრემიერის მძიმე დღე პარლამენტში - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება
პრემიერის მძიმე დღე პარლამენტში - ირაკლი ღარიბაშვილს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. დათქმულზე ორი დღით ადრე ქვეყნის მეთაურმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში უნდა ჩააბაროს. ღარიბაშვილმა დღეს უნდა განმარტოს, რატომ დაკარგა ქვეყანამ ისტოირული შანსი მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
დიდი ალბათობით, ეს პარლამენტში პრემიერის გამოსამშვიდეობებელი სიტყვა იქნება, რადგან "ოცნების" კულუარებაში აღიარებენ, რომ მომავალ წელს ამ დროს ის მთავრობის მეთაური აღარ იქნება.
კრიტიკული შეკითხვებისთვის ემზადება ოპოზიციაც. მათი თქმით, პრემიერმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ვფიქრობ, რომ საკითხი ძალიან ცხადია, არაფერი ბელეტრისტიკა არ უნდა ილაპარაკოს პრემიერმა, უნდა ილაპარაკოს ერთი რამ: დეოლიგარქიზაციიდან დეკლანიზაციამდე სასამართლოში რას აპირებს? 13 კონკრეტული საკითხია დასმული ევროკავშირის მხრიდან. რას აპირებს პრემიერ-მინისტრი ამ 13 საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება მოსიმისნოს ჯერ კიდევ პრემიერ რარიბაშილისგან ამ კითხვებზე პასუხი, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ევროინტეგრაციის პროცესში პრემიერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკოს ელისაშვილიც.
მე მაინტერესებს, მოვისმინო ღარიბაშლისგან რამდენად გრძნობს, რომ მისი პოზიცია, მისი განცხადებები, რომ აზიანებდა ჩვენს ევროინტეგრაციას, გრძნობს თუ არა, რომ მაჩანჩალები ვართ სწორედ ამის გამო, - ამბობს ელისაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილთან კრიტიკული კითხვები არ აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ისევ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ხელისუფლების ოპონენტებს პოლარიზაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყო ევროკავშირთან. ერთადერთი თხოვნა იქნება ოპოზიციის მიმართ, იმ 12 პუნქტიდან, რაც შესასრულებელია, 11.5 მთავრობამ უნდა შეასრულოს, ნახევარი უნდა გააკეთონ თვითონ: ეს არის დეპოლარიზაცია. მაქსიმალურად მოთოკონ ნერვები, - ამბობს ზარქუა.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებაზე რაიმეს გადაბრალება კორექტული ფორმა არ არის.
პასუხისმგებლობა და ბრალეულობა, რასაც ხშირად ვისმენ ხოლმე, ჩემი აზრით, მთლად კორექტული ფორმულირება არ არის. მოვისმინოთ მისი მოხსენება, განვავრცოთ სიტყვა-პასუხით და ამის მერე გამოვიტანოთ დასკვნები. მთავარი საკითხი აქ არის, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის, ამ ოლიგაქრის სტატუსისი მინიჭებაზე, იყოს არა სუბიექტური, არა პოლიტიკური ნიშნებზე დაფუძნებული, არამედ ობიექტური კანონთან მიმართებაშ, - ამბობს სერგეენკო.