ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის ყოფილი ბანკირის თაღლითობის გამო დაახლოებით $607 მილიონი დაკარგა - Bloomberg

22.06.22 13:01
ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის ყოფილი ბანკირის თაღლითობის გამო დაახლოებით $607 მილიონი დაკარგა - Bloomberg

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის ყოფილი ბანკირის თაღლითობის გამო დაახლოებით $607 მილიონი დაკარგა - ინფორმაციას Bloomberg - ი ავრცელებს. 

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰარგუნმა სამი თვის წინ ზარალი 553 მილიონი დოლარით შეაფასა. ახალი შეფასებით კი, ივანიშვილის ზარალი მარტში 10%-ით მეტია. 

Credit Suisse Life -ის მისამართით მოსამართლემ თქვა, რომ ბანკის  განყოფილებამ "თვალი დახუჭა" თაღლითის, პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე. 

თავის მხრივ ბანკი ირწმუნება, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა, თაღლითურ საქმიანობას მალავდა. 

 

მსგავსი სიახლეები